უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელთა ტრეინინგი დაიწყო 12.05.2012 14:49

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სადაზღვევო კომპანიის ,,არქიმედე-გლობალს ჯორჯიას“ თანაშრომელთა ეფექტური მომსახურების ტრეინინგი დაიწყო.

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურების სტანდარტებს, თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მართვასა და მონიტორინგს. ტრეინინგის მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს ასრულებენ, განიხილავენ ცალკეულ კონფლიქტურ სიტუაციებს, ირგებენ სერვისის მიმღებისა და მიმწოდებლის როლებს და ამ გზით ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს იმუშავებენ.

ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მისი მონაწილეებისათვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა სადაზღვევო კომპანიის კლიენტებმა ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღონ.

ეფექტური მომსახურების ტრეინინგების განხორციელება სხვადასხვა უწყებებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებამ წარმატებით განახორციელა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგი. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურის, მერიისა და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ცენტრის თანამშრომლებმა.