უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 სექტემბერი, 2020 15:25
font-size

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი დეფიციტის ნიშნული შენარჩუნდება, 2023 წლისთვის კი 3 პროცენტზე ქვევით დაიწევს.

„სავალუტო ფონდის მისიასთან შუალედური შეხვედრა გვქონდა. აქ მთავარი აღსანიშნავი არის ის, რომ საბოლოოდ შევჯერდით წლის მაჩვენებელზე. ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. ვხედავთ, რომ ზრდის დინამიკა ყველა სექტორში შეინიშნება და ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ფისკალური პოლიტიკის ის ტემპი, რაც ახლა გვაქვს, ანუ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არ შეჩერებულა, არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, 2021 წლისთვის გაგრძელებული ფისკალური სტიმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს გულისხმობს, რომ შემდეგი რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა 2023 წლისკენ უნდა დავუბრუნდეთ დეფიციტის ძველ ნიშნულს, რაც არის 3 პროცენტზე ქვევით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელია“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას - ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი, 2020 , 16:55

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, გასული წ

საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ