უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2020 13:45
font-size

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ საკითხზე სასაუბროდ არ მოდის კომიტეტის სხდომაზე, ის პირდაპირ აყენებს თავის თავს დამნაშავის როლში, – ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ივანე მაჭავარიანის პასუხისმგებლობაა მოპარული 100 მილიონი დღგ, ტელევიზიებისთვის შეღავათიანი გადასახადების დაწესება, აზარტულ ბიზნესში უზარმაზარი ხვრელები, კრიმინალური და რაღაცა მაფიოზური სქემები.

„ეს ყველაფერი არის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ კითხვებზე და ამ საკითხებზე საპასუხოდ კომიტეტზე არ მოდის. არ შეიძლება კომიტეტის მოსმენისა და „მინისტრის საათის“ გაიგივება, მაშინ გავაუქმოთ კომიტეტები, რა საჭიროა საპარლამენტო კომიტეტები, თუ თანამდებობის პირები, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტთან, კომიტეტზე არ მოვლენ.

მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მაჭავარიანის ბრალეულობაა 100 მილიონი დღგ-ს მოპარვა თუ გაქრობა. მაშინ პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს, არამედ წავიდეს ციხეში, ან მოვიდეს და დაასაბუთოს, რომ ასე არ არის. ჩემთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია მასთან მიმართებაში აღარ არსებობს. მიმაჩნია, რომ მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში. ყველა, ვინც მას გადაეფარება, ვინც დაიცავს, ხდება მისი თანამონაწილე. მთავრობა, რომლის ცხვირწინაც ქრება ფული, არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მინისტრი, რომლის თვალწინაც ასეთი რაღაცები ხდება და მას არ სურს ამაზე პარლამენტის ფორმატში ისაუბროს, უნდა წავიდეს ციხეში, ამაში ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`