უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
„ივანიშვილი დაცემული ანგელოზია“ - ნატო ჩხეიძე
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, ივანიშვილს დაცემული ანგელოზი უწოდა.
„მე ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ იმ პატარა ღმერთს და არა - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ დაცემული ანგელოზია,“ - მიმართა ჩხეიძემ უმრავლესობას.
„მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი, არცერთ თქვენგანს ჩემთან სასაყვედურო არ გაქვთ და ნუ შემაწყვეტინებთ საუბარს, იქით არის ყველა ხელისუფლება ჩემთან ვალში.
გასაგებია, რომ ივანიშვილს დროის შეჩერება უნდა და თქვენც ხელს უწყობთ ამაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელ ამ მოვლენებში ნიკა მელიაა ბრალდებულ და ხელისუფლება არავინ, გუშინ ბატონმა ზოიძემ თქვა, ყველანი ვართ ბრალეულები და მეცო, რიხით ამბობდა, კონკრეტულად ვინ, ბატონი ზოიძე, მაშინ დატოვოს მანდატი.
არ არსებობს ერთი პასუხისმგებელი ოპოზიციიდან და ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობა ხელისუფლებიდან. ამ გადაწყვეტილებით, რასაც აპირებთ საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდით, თქვენ ზრდით დაჩქარებას იმის, რისი შეჩერებაც გინდათ.
თქვენ ვერ ხვდებით ეტყობა, რომ ნიკა მელიას გმირად აქცევთ იმის შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. საჯიჯგნად რომ მიუგდებთ პროკურატურას, ის უკვე გმირი გახდება და თქვენ ამას ვერ ხვდებით “ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.