უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ნოემბერი, 2019 17:10
font-size

ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით - გიგი უგულავა

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილს და მის მთავრობას საშუალება არ მივცეთ მოაჩვენონ საზოგადოებას თავი თითქოს მუშაობენ. ისინი არაფერს აკეთებენ, არაფერს ქმნიან, მავნებლობენ, მაგრამ პოზა აქვთ ასეთი, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. არც 20 ივნისის დარბევა მომხდარა, არც გავრილოვი მჯდარა იმ სკამში, არც ადამიანებს დასთხრიათ თვალები და შემდეგ თურმე ივანიშვილიც მოგვეჩვენა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა.

ორშაბათს საღამოს შევიკრიბებით პარლამენტთან, ღამე დავრჩებით და მეორე დღეს პიკეტირებას მოვახდენთ. გამოიყვანენ სპეცრაზმს? კი, ბატონო. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით, თუ ამას მართვა ჰქვია. ძალიან მალე თითოეული მათგანი დაინახავს, რომ ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს არსებობას და პროპორციულ არჩევნებამდე მივალთ“, - განაცხადა უგულავამ.

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში - გია ხუხაშვილი

7 ივლისი, 2020 , 14:30

ეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, - ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! არ გამოუვათ! - დავით ჭიჭინაძე

7 ივლისი, 2020 , 11:13

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! მაგრამ, სულ რომ კანონში ჩაწერონ, „ოცნება“ მარადიული გახდესო, მაინც ვერ დარჩებიან,- ასე ეხმიანება პოლიტიკუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე