უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ნოემბერი, 2018 13:45
font-size

ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ოქუაშვილს ალბათ ცოცხალს არ დატოვებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, მისდა უნებურად, ბიზნესმენმა ოქუაშვილმა ფული წაართვა. ექს-პრეზიდენტის შეფასებით, თუ ივანიშვილი კვლავ ხელისუფლებაში იქნება, მაშინ ზაზა ოქუაშვილს პრობლემები შეექმნება.

„ივანიშვილი, რომელიც არის კლასიკური მაფიოზი, ყველას ეგრე ეპყრობა - ხაზარაძესაც ასე ეპყრობა, სხვა ქართველ ბიზნესმენებს, უბრალოდ, ოქუაშვილზე არ გამოუვიდა ეს და პირიქით, ოქუაშვილმა იქით შეაქმნევინა , მისდა უნებურად, მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოებისთვის და უფრო მეტიც, წაართვა ფული, რაც მაფიოზური ლოგიკით, ივანიშვილი გამოიყურება, როგორც სრული ფარჩაკი. მაფიოზს იქით აახიეს ფული, ასეთი რამ ყველაზე უფრო უპატიებელი რამ არის.

ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ოქუაშვილს ალბათ ცოცხალს არ დატოვებს. თუ ოქუაშვილმა დაიცვა თავის უფლებები, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც არც ლონდონელი ადვოკატები არ ჰყავს, არც უცხოეთშია, არც უცხოური მოქალაქეობა არ აქვს, არც გამოცდილება არ აქვს, არც სურვილი არ აქვს ბრძოლის, რამდენად დაუცველი არის ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ეს ძალიან საგანგაშო რამაა და ეს სიტუაცია საქართველოში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის,ზაზა ოქუაშვილმა გადაცემაში „კვირის აქცენტებში“ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა. მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან" 8 მილიონიანი კრედიტი. ოქუაშვილს კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში უნდა ესაუბრა.

ინტერვიუ წინასწარ იყო დაწერილი - ჟურნალისტის კითხვებით და ოქუაშვილის პასუხებით. ინტერვიუ კი ეთერში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გასულიყო.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ