უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
არქივი
პოლიტიკა
ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი არ შეცვლილა - ირაკლი აბესაძე
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, კვლავ გრძელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება.
იმ ფაქტს, რომ მმართველმა გუნდმა უარყო გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ირაკლი აბესაძე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირებს.
„ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი არ შეცვლილა. შესაბამისად, არ შეცვლილა ,,ქართული ოცნების’’ დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი. ზოგადად, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში, ,,ქართული ოცნება’’ ეცდება, რომ კომისიის მუშაობა იქცეს ფორმალობად, ვინაიდან, მას გააჩნია მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი მიზნები, კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მას სინამდვილეში არ სჭირდება საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა პრეზიდენტის თუ სხვა წარმომადგენლების, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მათ ასეთ ზრახვებს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი