უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2017 15:00
font-size

ივანიშვილის კარზე მოურავის ფუნქცია გაკისრიათ - ზაზა ხატიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

,,ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მთავრობის მეთაურს, გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მთავრობის მეირ წარდგენილი კანდიდატების დაწუნების გამო აკრიტიკებს.

მიმართვას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,ღია წერილი პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი!

თქვენი უგუნურობის და უუნარობის გამო, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ შერცხვა ევროპის მასშტაბით. ევროპის საბჭოს ისტორიაში პირველად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები, ზედიზედ მეორედ, კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილების გამო ევროპის საბჭომ უკან დააბრუნა. ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში. დაახლოებით ერთი წლის წინ, ღია წერილი მოგწერეთ და გაგაფრთხილეთ, არ დაგეშვათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის წარდგენა, მაგრამ ვერ გაგაგებინეთ. თქვენს მიერ მიღებული უაზრო გადაწყვეტილების გამო, ევროპის საბჭომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეთა კანდიდატები უკან დააბრუნა.

ივანიშვილს, ეტყობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილისში ხის გადარგვა ეგონა. ვინაიდან, თქვენი გაუაზრებელი ქმედების გამო შევრცხვით და ევროპის საბჭომ დაგვავალა ახალი კანდიდატების შერჩევა, მოგმართეთ არ გაგემეორებინათ იგივე შეცდომა და არ დაგეშვათ ახალი კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის დანიშვნა, ვინაიდან იგივე შედეგი გველოდა. გუშინ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებამ ,,კურიერი“ აჩვენა ჩემი ხუთი თვის წინანდელი განცხადება, სადაც გაფრთხილებდი, რომ თუ კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნებოდა, მისი თავმჯდომარებით შერჩეულ კანდიდატებს უკან დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგაგებინეთ.

თეა წულუკიანი და ,,ძმანი მისნი" წულუკიანისთვის მიუღებელ კანდიდატებს ყველაზე დაბალ შეფასებას 1 ქულას ანიჭებდნენ, ასეთ კანდიდატებს გრაფაში ჰქონდათ შვიდი ერთიანი, რასაც ევროპის საბჭოს ასამბლეა არცერთ ქვეყანას არ აპატიებს. მაგალითისთვის მოგიყვან პროფესორ კონსტანტინე კორკელიას, რომელსაც უფრო მეტი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის უფლებებზე, ვიდრე კომისიის ზოგიერთ წევრს წაკითხული. პონსტანტინე კორკელიამ, რომელიც ლექციებს კითხულობდა ევროპის უნივერსიტეტებში, ერთბალიანი შეფასებები დაიმსახურა, რაც ანომალიური მოვლენა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ძალიან მეცოდებით ბატონო გიორგი, ვინაიდან ჩემი შეფასებით, ივანიშვილის კარზე მოურავის ფუნქცია გაკისრიათ. მაგრამ ვინაიდან გქვიათ ქვეყნის პრემიერი, არ დაუშვათ წულუკიანის, კომისიის თავმჯდომარედ დატოვება. ნუ შედიხართ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო პოლიტიკოსის სტატუსით. გაფრთხილებ! არასოდეს, ევროპის საბჭო არ დაუშვებს წულუკიანის მიერ შერჩეული კანდიდატის არჩევას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.“ - ნათქვამია ხატიაშვილის მიმართვაში

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი