უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2019 17:33
font-size

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, არანაირი რუსეთს აგენტი ივანიშვილი არაა და მისი, და, შესაბამისად ამ ხელისუფლების მიზანი არანაირად არაა რუსეთის გავლენის ორბიტაში საქართველოს შეყვანა.

„ცოტა არაპოპულარული რაღაც უნდა ვთქვა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, თან ცოტა გრძლად, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რამდენადაც მიმაჩნია,რომ ეს მნიშვნელოვანია.

კერძოდ, მე პირადად აბსოლუტურად დარწმუნებული რომ არანაირი რუსეთს აგენტი ივანიშვილი არაა და მისი, და, შესაბამისად ამ ხელისუფლების მიზანი არანაირად არაა რუსეთის გავლენის ორბიტაში საქართველოს შეყვანა.

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას ივანიშვილი განიხილავს მხოლოდ პირადი უსაფრთხოების კონტექსტში. კერძოდ, რუსეთიც და დასავლეთიც არის ის ფაქტორი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება, აქედან გამომდინარე მისი ამოცანაა როგორმე კმაყოფილი და მიძინებულ მდგომარეობაში მყოფი იყოს ორივე ეს ფაქტორი და თვითონ ისე "იგულაოს" საქართველოში, როგორც საკუთარ ეზოში.

ამ კონტექსტში ხდება რუსეთის მიმართ გაუმართლებელი დათმობები და არა იმიტომ, რომ მას ამას პუტინი ავალებს. ივანიშვილს ეშინია რუსეთთან კონფრონტაციისა და თუ ურთიერთობები რუსეთთან რაღაც მიზეზების გამო მწვავდება (რაც, სხვათა შორის, მიზანმიმართულად პრორუსი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა), ის მუდამ მიდის დათმობებზე, მათ შორის ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების საზიანოდაც. მთავარია მას და მის ძალაუფლებას არ შეეხონ.

მეორეს მხრივ, მას ასევე ეშინია დასავლეთის და როცა დასავლეთიდან თითს უქნევენ, მაშინ ცდილობს მათ დაუთმოს რამე. ამის მაგალითებიც არაერთი გვქონდა ამ შვიდ წელიწადში, რუსეთთან დათმობებზე ბევრად ნაკლები, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპრომისები, მენტალურად რომ ის ტიპიური საბჭოთა ადამიანია და დღევანდელი რუსეთი მისთვის უფრო გასაგები და ახლობელია, ვიდრე დასავლეთი, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ბიძინა რუსეთის ჩანერგილია საქართველოში და ახლა პუტინის დავალებით მიგვერეკება კრასნოდარსკი კრაისთან შესაერთებლად,
ეს ყველაფერი იმდენად აშკარაა და იმდენად თვალშისაცემი, რომ მე მართალი გითხრათ სერიოზულად მიკვირს საერთოდ რანაირად განიხილება ივანიშვილის ქმედებებში რამე სხვა მოტივაცია და შეთქმულების თეორიები მისი კრემლის აგენტობის შესახებ.

უფრო მეტიც, ხელისუფლებასთან დაპირისპირების გადაყვანა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების სიბრტყეში არის არაპროდუქტიული და საბოლოო ჯამში დამაზიანებელია ოპოზიციური ფლაგისთვის, რადგან

ა) ეს არ ჯერათ დასავლეთში. დასავლეთს არ მიაჩნია ივანიშვილი პუტინის მარიონეტად (თუმცა მის პრორუსულ გადახრებს კარგად ხედავს) და ქართული ოპოზიციის ახირება ამ მიმართულებით, არ ამაღლებს ოპოზიციის იმიჯს დასავლეთის თვალში.

ბ) ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ის კონტიგენტი, რომელიც იმავდროულად ნეგატიურადაა განწყობილი ნაცმოძრაობის მიმართაც, არ იღებს ამ ხელისუფლების პრორუსულობის თეზისს, რადგან ასე საკითხის დაყენება ავტომატურად ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც ივანიშვილის აგენტობას ამტკიცებს იმ დღიდან, რაც კი ის პოლიტიკაში გამოჩნდა როგორც სააკაშვილის საპირწონე. მაშინაც იყო მცდელობა მიშა ვს ბიძინა წარმოეჩინათ როგორც დასავლეთი ვს რუსეთი. მაგრამ არ გამოვიდა და არც ახლა გამოვა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს არაა სიმართლე. საბოლოო ჯამში კი ამგვარი ტიპის პოლარიზაცია არ უწყობს ხელს საზოგადოების კონსოლიდაციას ივანიშვილის წინააღმდეგ და ყველაფერი დაჰყავს ნაცებსა და ქოცებს შორის ბრძოლამდე, სადაც ქოცი თითქმის ყოველთვის გამარჯვებულია, რამდენადაც ისინი მეტნი არიან,

გ) შეთქმულების თეორია ივანიშვილის მარიონეტულობაზე იმედის ნაპერწკალსაც კი არ ტოვებს იმისა, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იქნება. მართლაცდა თუ პუტინს მიჰყავს აქ რეალურად პარადი, ახლა იმ ჭკუაზე იქნება ის, რომ არჩევნები წააგოს მისდამი მტრულად განწყობილ ოპოზიციასთან? არადა პროპორციული სისტემა ამ მხრივ არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი (ეს რომ პუტინის გადასაწყვეტი ყოფილიყო, ასი წელი არ დათმობდა) და ხელისუფლების შეცვლა სწორედაც რომ არჩევნებითაა შესაძლებელი სასურველიც, სხვათა შორის,

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ძალიან დიდი და არსებითი განსხვავებაა, ერთის მხრივ, იმას შორის. რომ ხელისუფლება ქვეყნისთვის საზიანო დათმობებზე მიდის რუსეთთან (რაც უდავოა) და იმას შორის, რომ ეს ხელისუფლება ფაქტობრივად რუსებისაა (რაც, ყველა შემთხვევაში სადავოა). თუმცა არანაირი შეღავათი ეს ხელისუფლებისთვისა არ არის.

საერთოდ ბუნებაში შესაძლებელია ხელისუფლება ისე იყოს ძალიან ცუდი და მიჰყავდეს ქვეყანა კატასტროფისკენ, რომ იმავდროულად არ იყოს ვინმეს აგენტი და მარიონეტი.“ - დაწერა დავით ზურაბიშვილმა.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს