უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივნისი, 2020 15:00
font-size

ივანიშვილის მთელი ხროვა პასუხს აგებს საქარველოს ტერიტორიათა გაცემა-გასხვისებისათვის - შალვა ნათელაშვილი

პრეზიდენტმა ალიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული მთიანი ყარაბახის საკითხზე იბრძოლოს, ამის საკომპენსაციოდ ქართველებს წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩევლებში იტრაბახოს, ის ვერ დაგიბრუნეთ, მაგრამ საქართველო დავჩაგრეო, -ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველად, 14 საუკუნის განმავლობაში, წელს ვერ შევძელით, აღგვენიშნა გარეჯობა და ჩავსულიყავით აღდგომის მონასტერში, ამ უდიდესი ძეგლის მთავარ მონაკვეთებზე, ეს იურიდიულად შეთანხმებული სივრცე წაიღეს პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, სახეზეა ანექსია, ოკუპაცია, აგრესია.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო ორმხრივი მოლაპარაკებები, ფეხზე დაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები, მოეხდინა ალიევის ტვირთების სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე, აღძრა საქმე უშიშროების სამსახურში, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე ხმას ამოიღებს შექმნილ რეალობაზე, რასობრივი შუღლის გაღვივების გამო, ყველას ემუქრება ციხე.

„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ. აქ საუბარია დანაშაულებრივ მთავრობათა პოლიტიკაზე, რითაც ორივე ხალხი ზარალდება, ამიტომ რამდენიმე თვეში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისთვის, რომელიც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას. ივანიშვილის მთელი ხროვა პასუხს აგებს საქარველოს ტერიტორიათა გაცემა-გასხვისებისათვის. თუ ახლა ამ სიმართლის თქმა რასობრივი შუღლის გაღვივებაა, მაშინ უნდა გავჩერდეთ ჩვენ რუსეთის ოკუპაციაზე, ესეც შეიძლება ჩაგვითვალონ რასობრივი შუღლის გაღვივებად, უნდა გავჩერდეთ ჩვენ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმზეც, ესეც შეიძლება ჩაითვალოს რასობრივი შუღლის გაღვივებად. საბოლოო ჯამში, ყველა ქვეყანა, როცა მეზობელი წაართმევს მიწას, სივრცეს, სალოცავს, უნდა გაჩუმდეს, რათა მას ეს არ ჩაეთვალოს რასობრივი შუღლის გაღვივებად. ხომ წარმოგიდგენიათ, სად მივიდა სამშობლოს ღალატის კოეფიციენტი ოლიგარქის შემოქმედებაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული მთიანი ყარაბახის საკითხზე იბრძოლოს, ამის საკომპენსაციოდ ქართველებს წაგვართვა სალოცავები.

„ეს გახდა უკვე წესი, ჩვენ გადავიქეცით ალიევის კოლონიად. შუა თბილისში ჟურნალისტი ალიევის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ჩაიყვანეს, მობარებული კაცი გაასამართლეს და ამაზე ხმა არავის არ ამოუღია. ამაზე ერთი საპროტესტო განცხადება არ ყოფილა. „სოკარი“, ეს მაფიოზი სტრუქტურა, ივანიშვილი-ალიევის ერთობლივი სპეცსამსახურია, რომელიც აწარმოებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასაც გარდა, მამისისხლად მოწოდებული გაზისა და ბინძური საწვავისა, რომელიც ტყვიით აბინძურებს ჩვენს ჰაერს. ახლა ამას დაემატა დავით გარეჯის წართმევა და ვერ გავივე, რა არის კოლონია ახლა. ესღა გვაკლდა, დიდი იმპერიების კოლონია მაინც ვიყავით, თავი მოგვქონდა, ახლა ალიევის და ნეჰრიბანას კოლონია გავხდით. ეს არ არის სამარცხვინო? მარტო ამის გამო იქნება ივანიშვილი და მისი ხროვა ძალიან მწარედ გასასამართლებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გარეშე ვერც ერთი მეზობელი სახელმწიფო ვერ იარსებებს, ვერც გეოპოლიტიკურად, ვერც მორალურად, ვერც ზნეობრივად.

„ჩვენ ასეთ ოკუპანტ ხალხთან მეგობრობას არ ვცნობთ, ვცნობთ ისეთ მეგობრობას, როგორიც ტრადიციულად გვქონდა ჩვენ და ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ებრაელებს, უკრაინელებს და ყველას, ვინც გარს გვახვევია ან ვინც აქ, ჩვენთან ცხოვრობს. ჩვენ მოვიპოვეთ შეთანხმება ხელმოწერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 13 ივნისი, 1996 წელი, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი აღიარებს, რომ ჩიჩხიტური, აღდგომის მონასტერი და ეს მონაკვეთები, რაც ახლა წაიღეს, არის საქართველოს ტერიტორია. ასეთი დოკუმენტები ხელში აქვს ხელისუფლებას, აი ასეთი ურყევი იურიდიული ფაქტები და ასე ლაჩრულად, ასე ჩუმად, ასე სამარცხვინოდ იქცევა. კიდევ აქეთ გვემუქრება ციხეში დაჭერით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი