პოლიტიკა
ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის დროს საქართველოს მოსახლეობა გაღარიბდა და ამას ბოლო უნდა მოეღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო 6 წელიწადში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. საქართველოს, ხალხის, მოსახლეობის შემოსავლის, ბიუჯეტის მესამედი ხმარდება ბანკების ვალების მომსახურებას.
იქვე მან უტიფრად დააბრალა ორ ბანკსა და ასევე თავისი მთავრობის პაიკებს. მაგრამ, მოდით, ახლა ვნახოთ ციფრები. მართალია, რომ საქართველოს ბანკი და თიბისი არიან მსხვილი ბანკები, მაგრამ თიბისის სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ჩემ მიერ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში, იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილისა და კალაძის მფლობელობაში მქონი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა თიბისიმ. ივანიშვილმა გააკეთა ფული, თიბისიმ კი მიიღო დიდი ქონება.
მაგრამ მთავარი, რისი თქმაც დაავიწყდა ივანიშვილს, ისაა, რომ მისი ბანკი „ქართუს“ აქტივები ბოლო წლებში გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ, და რის ხარჯზე გაიზარდა? სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. „ქართუ“ არის ყველაზე მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში.
იქვე მან ილაპარაკა ბევრი თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნესინტერესები არ აქვს საქართველოში და დაავიწყდა თავის მფლობელობაში მქონი თავისი ოჯახის ხე-ტყის ბიზნესი, ოქროს ბიზნესი, უამრავი სხვა ბიზნესი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სასათბურე პირობებში უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში.
მან ილაპარაკა ქუმსიშვილსა და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი არის დირექტორის მოადგილე და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც, მაგალითად, ახლა ქუმსიშვილს ადანაშაულებენ , რომ ფული გამოჰქონდა კრედიტით და მერე სახელმწიფოს ასტუმრებინებდა, ეს იყო „ქართუ“ ბანკიდან გამოტანილი კრედიტი, და სახელმწიფოს ხარჯზე, ბიუჯეტის, თქვენი ჯიბეების ხარჯზე ეს კრედიტი გაუსტუმრეს. „ქართუ“ ბანკის მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ იბარებენ დაკითხვებზე, კი მარა ივანიშვილია მანდ მთავარი მიმღები ამ ხეირისა და ამ მოგების. და ივანიშვილი ლაპარაკობს ახლა ვინმეს გადაცდომაზე ან დარღვევაზე?
ამავე დროს არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა ბანკების წინაშე, საქართველოს ვალი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასახდელი ვალი ბოლო 6 წელიწადში გაიზარდა თითქმის ორჯერ. აი, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4-ჯერ და მე დავტოვე 15,8 მილიარდი დოლარის ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ივანიშვილის დროს, 2016 წელს ეს იყო 500 მილიონით შემცირებული დოლარებში. სიღარიბე ჩემს დროს, იუნისეფის მონაცემებით, შემცირდა ორჯერ, ხოლო ივანიშვილის დროს გაიზარდა.
ერთი სიტყვით, ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში. ეს კი ურცხვად აცხადებს, რომ 2030 წლამდე აპირებს კიდე საქართველოს მართვას. ესე იგი, 6 წელი ხოა უკვე და ორჯერ 6 წელი.
თქვენ, არ ვიცი, მზად ხართ, მოითმინოთ, მაგრამ ქვეყანა, საქართველო ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ახლა, როგორც არასდროს, არის მოქმედების დრო, შემოდგომაზე ეს გაუგებრობა ჩვენ უნდა დავასრულოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს წარმატების ახალი ეპოქა. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებულ ქვეყანათა რიგში და ბევრად უფრო წარმატებული უნდა იყოს, ვიდრე წარსულში. ეს ყველაფერი უკან უნდა მოგვრჩეს, როგორც კოშმარული სიზმარი.
მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა ჩვენი ძალა ერთობაშია. აბა, თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 16:08
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 15:51
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 15:45
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 13:09
საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 13:02
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა
12 დეკემბერი, 2025 , 12:53


