უკან

კომენტარი

3 ოქტომბერი, 2017 17:20
font-size

ივანიშვილმა მკაცრად დატუკსა „ოცნება“ იმის გამო, რომ მან საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთა 1 ლარად გადასაცემ ტერიტორიაზე - ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის შეფასებით, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დატუკსა იმის გამო, რომ მათ საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთეს საინვესტიციო კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემული ტერიტორიის შესახებ.

ამის შესახებ სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე მოსასმენია, როდეასც პრემიერი ოპოზიციაზე საუბრისას საკუთარ რიტორიკას სცდება.

„პრემიერის რიტორიკამ დაადასტურა სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია პრემიერის განცხადება. როგორც ჩანს, მკაცრად დაიტუკსა „ოცნება“ იმის გამო, რომ მან საკმარისი განმარტებები ვერ გააკეთა 1 ლარად გადასაცემ ტერიტორიაზე ვერც ერთ ეთერში, მათ შორის საკრებულოში და ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა უმაღლესი თანამდებობის პირებისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთება. ეს არის ერთის მხრივ, ადამიანური ტრაგედია, როდესაც პრემიერი საერთოდ სცდება საკუთარ რიტორიკას და გადადის ისეთ ტერმინებზე, როგორიც მოვისმინეთ ოპოზიციაზე, და მეორეს მხრივ სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართულია იმაში, რომ „გააპრავონ“ 1 ლარად თბილისის ცენტრში, ქონების გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული საინვესტიციო კომპანიისთვის“,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ - დღეს, პრემიერ-მინისტრმა სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლისა და საკითხზე ოპოზიციის რეაგირებას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“.

უშუალოდ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას კი, პრემიერმა განაცხადა, რომ „ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები“

მონიკა დავლიანიძე


ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - ირაკლი კობახიხე

3 ივლისი, 2020 , 16:55

ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გერმანიი

გიორგი გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

3 ივლისი, 2020 , 15:40

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დ

გიორგი გახარია ვიქტორ ჯაფარიძის მილიონებზე: `თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება`

3 ივლისი, 2020 , 15:40

თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება - ამბობს პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებსა და მის მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

3 ივლისი, 2020 , 14:20

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ

დარწმუნებული ვარ “მთავარი” არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

გიორგი გახარია კონგრესმენ მალენის წერილზე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს

3 ივლისი, 2020 , 11:55

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე