უკან

პოლიტიკა

4 თებერვალი, 2025 19:39
font-size

ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა - ბადრი ჯაფარიძე

დღეს, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს აკავებენ არა იმის გამო, მას დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი, არამედ იმიტომ რომ მათ დაკავებას „ოცნების“ ოფისში წყვეტენ, შესაძლოა, პირადად ივანიშვილი, ზოგიერთი მათგანის დაკავებაზე პირდაპირ გასცემს ბრძანებას და მათ აკავებენ სრულიად უკანონოდ, მათივე შეთითხნილი, სასწრაფოდ მიღებული, ე.წ. კანონების საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე 8 ადამიანი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი იქნა დაკავებული, ამ 24 საათში მიღებული სპეციალური სადამსჯელო კანონის საფუძველზე. ცხადია, მათ ის დანაშაული არც ჩაუდენიათ, რომლის ინკრიმინირებასაც ახლა ახორციელებნ ივანიშვილის დავალებით სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სადამსჯელო ისნტურემნტებად გადაიქცნენ.

სამწუხაროდ, ეს პროცესი, რომელიც “ოცნებამ“ გაამძაფრა, მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორც ჩანს, ეს აქვს ამოცანად “ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს, რადგან სწორედ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყოს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, რუსეთის სპოეცსამსახურების მიერ იმართება.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა დამყარდა, ერთადერთი სწორი პასუხი არის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოაგდოების და ყველა სფეროს ერთიანობა. ერთიანი, უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა, ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობას, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ. ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი. ასეთი რეჟიმის დაშინების მცდელობას უნდა მოჰყვეს, საზოგადოების გამთლიანება პასუხად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე

9 თებერვალი, 2025 , 15:06

ქვეყნის გადარჩენის გზა არის ერთიანობა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ „ს

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! - მამუკა მდინარაძე

8 თებერვალი, 2025 , 18:19

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლ

გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში, თუმცა მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 14:10

გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 13:54

გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ

ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი

8 თებერვალი, 2025 , 09:59

ერთ წამითაც არ დაიჯეროთ ვინმემ, რომ ბიძინას ფეხებზე ჰკიდია ეს აქციები და არანაირ პრობლემას არ უქმნის. თვითონ კი ცდილობს ასეთი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ანალიტოკოსი დავით ზურაბიშვი

მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები აქტიურ მოქალაქედ - თამარ კორძაია

7 თებერვალი, 2025 , 10:08

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და