უახლესი ამბები
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
არქივი
პოლიტიკა


ივანიშვილმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა - დავით ჭიჭინაძე
ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“, საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“ ახალი რომ პანდემია დაამარცხეს? პანდემიასთან ერთად ქვეყანა დაამარცხეს, აბსოლუტურად გააღატაკეს ხალხი! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, „მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის“.
„ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით, ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო. მაგრამ! თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!
მითუმეტეს, სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება, ადამიანები, ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს, ვინც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლება, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებს და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან, ვისაც რეალური ცოდნა ექნება და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:00

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
22 იანვარი, 2021 , 15:00
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25

საქართველო არის სამართლებრივად გამართლებული, აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი, ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 16:25