უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 აგვისტო, 2017 12:30
font-size

ივანიშვილს ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ეშინია -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრანკერისა და შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ეს აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ მის წინაარმდეგ წაყენებული ბრალდებები ფალსიფიცირებულია და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

სააკაშვილის მტკიცებით, მისი თბილისში გამოჩენისთანავე მოსახლეობა საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას გადააყენებს, თუმცა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის თქმით, მას სხვა გეგმები აქვს. როგორც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, ის უკრაინის გათავისუფლებას აპირებს მოლდაველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან.

„რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა აღიარა „ავაკოვთან“ საუბარში ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი - ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ყველა საქმე ფალსიფიცირებულია და სუფთა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ივანიშვილს ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ეშინია, რადგან ქართველი ხალხი, რომელსაც საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიული წნეხთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და წალეკავს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. თუმცა ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება და მის გათავისუფლებას მოლდაველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს Страна.უა-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა პრანკერმა ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვმა) უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაურეკა. როგორც პრანკერმა რუსულ მედიას განუცხადა, ის მღებრიშვილს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოყვანაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ის არ სჭირდება. როგორც პრანკერი ყვება, მღებრიშვილმა სააკაშვილს ავანტურისტი უწოდა და ურჩია, რომ „ჯობია, უსახლკარო იყოს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს“. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ქართულ მხარეს არ სურს სააკაშვილისგან „გმირის გამოყვანა“.

შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აღნიშნული სატელეფონო საუბარი უარყო და განაცხადა, რომ არასერიოზულია იმის დაშვება, რომ ორივე ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით.


ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი

7 ნოემბერი, 2025 , 12:06

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე&