უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ოქტომბერი, 2018 12:10
font-size

ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი ღირსებით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მმართველა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციები მოაწყოს. როგორც სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ თქვა, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი „ტროლების ფაბრიკა“, რომლის მიზანია, რომ მოსახლეობას გადააფიქრებინოს არჩევნებში მოსვლისგან.

ის ასევე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფისა“ დ „ტვ იბერიას“ ამბებს და მოუწოდა ბიზნესმენებს კორუფციის მხილებისკენ.

„ისინი ახლა თამაშობენ აპათეაზე. მათ აღარ აქვთ იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინმე მისცემს ხმას. მთელი მათი ტროლები, ტროლების ფაბრიკა აქვთ შექმნილი. იქაა ერთი გატიალებული ნარკომანი ლაშა ნაცვლიშვილი - ბინძური ტრიუკების ოსტატი, ყოფილი შევარდნაძისდროინდელი პროკურორი და შალვა რამიშვილი - ეს დეგრადირებული, თავის დროზე ნიჭიერი ადამიანი იყო, ბოლომდე დეგრადირდა, გალოთდა, თავზე ხელი აიღო. ეს ორი კაცი უზის ტროლების ფაბრიკას და რა არის მათი ძირითადი სამუშაო - იგონებენ, ფეიკგვერდები აქვთ, სადაც ათას სისულელეს წერენ და მეორე აქვთ ის, რომ „აპრავებენ“ იმას, რაც ხდება. აკეთებენ, რომ ჩვენ ხომ ცუდები ვართ, ისინიც ცუდები არიან, კაცო, არცერთი არ უქნია ღმერთს. ერთი სიტყვით, გათვლა არა იმაზეა, რომ ივანიშვილის დაპირებას ვინმე ჭამს, არამედ იმაზე, რომ ხალხს უთხრა, რომ ყველაფერი ცუდი იყო და მოდით, არ მიხვიდეთ არჩევნებზე.

მინდა გითხრათ, ეს ხალხი მოვიდა პატარა, 3 თვის ბავშვის მკვლელობით, მე კარგად მახსოვს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მივფრინავდი თბილისიდან ბათუმში, ბოლო დღეები იყო, როცა ჩვენს მშენებლობებს ვათვალიერებდი და მოვიდა ინფორმაცია, რომ 3 თვის ბავშვი მოკვდა, იქ დგას ალასანია, იქ დგას ბერიკაშვილი, ყვირიან რომ სააკაშვილმა მოკლა. შემომხედა ჩემმა თანამშრომელმა და მითხრა, ახლა რაღა უნდა ვთქვათო, მართალი გითხრათ, მეც არ ვიცოდი, რა უნდა გვეთქვა. რა უნდა გვეთქვა იმაზე, რომ 3 თვის ბავშვი არ მოვკალით და არ ჩავახრჩე ქვევრში. ეს მოკლა ივანიშვილმა, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება ახლა იმიტომ, რომ მათ არ გამოიძიეს ეს, მათ ყველაფერი მიჩქმალეს, არ არის ტიპიური რუსული მოქმედება.

მე არ გამოვრიცხავ, ამ არჩევნების წინ რაღაც ტრიუკები მოიგონონ, მაგრამ ეს აღარ იმუშავებს. ხომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ ისეთი ექსცესები, რომ ვინმე მოკლან ან რაღაცები გააკეთონ, მაგრამ ისინი ყველაფერზე ხელის მომწერენი არიან, ჩვეულებრივი ბანდიტები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ როცა ვიქნებით ბევრი, როცა ვიქნებით მობილიზებული, თუნდაც ჩვენ შევქმნათ საზოგადოების დაცვის მექანიზმები, უკრაინაში იყო ასეთი „Самооборона“ - მშვიდობიანი, საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მისვლას საარჩევნო უბანთან, იქ თითოეულ ციცო დეიდასთან და ელგუჯა ბიძიასთან, რომლებიც ფულებს არიგებენ, კონკრეტულ სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც აძლევენ. დღეს ოზურგეთში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც მოუხსნეს სოციალური დახმარება. საცოდავი, მიკაკუნდა ჯოხით, რომ გაეგო, რატომ მოუხსნეს, გამგეობაში წაიუხეშენ, გული გაუსკდა და იქვე გარდაიცვალა. ამ ხალხს სოციალური მუშაკები ეუბნებიან, რომ თქვენ თუ ეს გინდათ, უნდა მოგვცეთ ხმა. ჩვენ მსგავს არასდროს არაფერს არ ვეუბნებოდით, არც ვკადრულობდით. მე მიმაჩნია, რომ იმ სოცმუშაკებმა, რომლებსაც აიძულებენ, უნდა მოგვცენ ინფორმაცია, ჩაწერონ ვიდეოები, როგორც ამ გაბედულმა კაცმა ოქუაშვილმა გააკეთა.

ოქუაშვილმა რა გააკეთა? ივანიშვილი შეჩვეულია, რომ ყოველთვის ყველას „აჩმორებდა“. მას ჰგონია, რომ საქართველო არის რუსეთი და მართლა „დააჩმორა“ ის არარაობები, რომლებიც არიან, ეს ხალხი, ვინც ჰყავს, დაწყებული კალაძისგან, დამთავრებული კვირიკაშვილებით.

ხომ ვიძახოდი, რომ საბანკო მაფია არის ივანიშვილის მაფია. საქმე საქმეზე რომ დასჭირდა, ეს „თიბისი“ და „საქართველოს ბანკიც“ დაუდგა იმიტომ, რომ ისინი კრედიტების მეშვეობით ძარცვავენ ხალხს. მელამ დაიმოწმა თავის კუდებიო, ეს არის ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, „საქართველოს ბანკიც,“ „თიბისიც,“ ივანიშვილის „ქართუ ბანკიც,“ რუხაძის ბანკი „ლიბერთი,“ რომელსაც მე მოვუგე ჰოლანდიის სასამართლოში, რომელიც ურთმელიძის სასამარტლო ეგონათ, სუფთაზე წააგეს ჩემ წინააღმდეგ სარჩელი. იცით, რომ ერთ სასამართლო სხდომაში კაცმა გადაიხადა, რამდენადაც ვიცი, 100 000 დოლარზე მეტი, რომ ჩემთვის ეჩივლა მარტო ერთ სხდომაზე, წარმოგიდგენიათ? მათთვის ეს ჯიბის ფულია, მართლა. ამ ხალხს ჰყავს ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს ხროვა ერთმანეთს დაჭამს და ჩამოიშლება. ისინი არიან მაინც ძალიან სუსტები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმები, ინფორმაცია ბიზნესმენებისგან, რაც გააკეთა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილმა ძალიან მაგარი რაღაც ქნა, ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ესაა ქართველი კაცი. მე ამ კაცს არ ვიცნობდი მაინც და მაინც და ყველამ გავიცანით, როგორც გავიცანით. მართალი გითხრათ, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მასზე, მაგრამ ერთი რაღაც დავინახე, რომ ესაა ქართველი კაცი თავისი ღირსებით. საქართველოს, ქართველებს ისე ვერ „დააჩმორებენ“, როგორც რუსებს. არ მინდა, რუსებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რუსეთში თავისი ტრადიციაა და ფაქტია, რომ პუტინმა ამხელა რუსეთი „დააჩმორა“. ფაქტია, რომ ამაყი ჩეჩენი ერის ნაწილი, რომელიც ვერ გაანადგურეს, ნაწილი, რომელიც კადიროველები არიან, „მიაჩმორეს“. საქართველოში ეს პუტინიზმისა და კადიროვიზმის სისტემა არ გავა, იმიტომ რომ ქართველ ერს აქვს სხვა რაღაცა, რომელიც ყველაზე თავზე გასულ ოლიგარქსაც, რომელსაც თავისი პროვინციული რუსული ტვინით ჰგონია, რომ ყველას იყიდის, ყველას „დააჩმორებს“, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ყველაფერი დალაგებული ჰქონდა - პარტიები ჯიბეში ჰქონდა დასმული. „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ აქვს ფული, ვერ წარმოიდგენთ, თუ ფული არ აქვთ, რანაირად შეიძლება კამპანიის წარმოება. სააკაშვილი თავის თავს ძლივს ირჩენს, პარტია რანაირად უნდა არჩინოს. ეს იყო ჩემი გაცნობიერებული არჩევანი, რომ ფული არ მეკეთებინა საქართველოში, მაგრამ მე შევიქმენი სახელი, რეპუტაცია. მერე მან დაიწყო ჩემი სახელის განადგურება. მაგრამ ახლა ხომ გავიდა დრო და ხომ ნახეთ, რომ არც ერთი იყო მართალი, არც მეორე, არც მესამე. რუსებს ესეთი რაღაცა აჭამეს, ქართველებს ვერ აჭმევენ, აღმოჩნდა, რომ ეს ამაყი კაცი ოქუაშვილი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი პოლიტიკური შეხედულებებით ადრე და არ ვიცი, ახლა რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, იქ ბევრი ნორმალური ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა მათი ლიდერები რაც არიან, ყველამ კარგად ვიცით, რა საშინელებაა. აი, ეს კაცი ვერ გატეხეს. ასევე მინდა ვუთხრა ბევრ ბიზნესმენს, რომლებიც არ აკეთებენ ასობით მილიონს, როგორც ხაზარაძე ან გილაური, მაგრამ რომლებსაც ყოველდღიურად სძალავენ ფულს, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ ამოიღოთ ხმა, ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა.

იცით, როგორაა, მე მესმის ამ ხალხის. ქრთამით კეთდება საქმე. ძალიან მარტივია, სენაკში კონკრეტულ ადამიანს ველაპარაკე ტელეფონით, მაღაზია აქვს. იჯარით აიღო მიწა, ააშენა მაღაზია, დაიბარა გამგებელმა რუსიამ, რომელიც არის შევარდანაძის დროინდელი კორუმპირებული გამგებელი და მოსთხოვა ფული. და ეს კაცი ვინ იყო? „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, რომ არ წაერთმია უკვე აშენებული მაღაზია. ამან ფული არ მისცა და მაღაზიას ართმევს. აი, ასეთი ხალხი, ვინც გართმევს სიმწრით ნაშოვნ რაღაცას, რომლითაც ძლივს არჩენთ თქვენს ოჯახებს, თქვენ უნდა დაადოკუმენტიროთ ყველაფერი, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობა, ჩვენ უნდა ერთმანეთი დავიცვათ, ერთმანეთს დავუდგეთ, უნდა შევქმნათ თვითდაცვის საზოგადოებრივი მშვიდობიანი ორგანიზაცია, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი საქართველოში რუსული მოდელის დამკვირდებისგან და ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ საქართველოს, ჩვენს თავს, შევწყვიტავთ მიგრაციას. 750 000-ზე მეტმა ქართველმა ივანიშვილის დროს დატოვა საქართველო. ჩემი მმართველობიდან 9 წლიდან 7 წელი ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი - უფრო მეტი მოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. იმისთვის, რომ შევწყვიტოთ ხალხის გაყვანა, რომ შევწყვიტოთ ის უბედურება, რაც ხდება, ისევ შევწყვიტოთ გაღატაკება, ჩვენ როგორც არასდროს, გვჭირდება ურთიერთგატანა და ერთმანეთის გვერდში დგომა, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დრო იმ ვიღაც არარაობებზე, რომლებიც იქ დღეს დარბიან და რაღაცას ბურტყუნებენ. არის მხოლოდ ერთი სამიზნე, ეს სამიზნეა ეს პატარა კაცი, ეს ქონდრისკაცი, ეს ბანდიტი ივანიშვილი, რომელიც ბოლომდე გავიდა თავს. ეს „ქართული ოცნება“ , რომლის ლეში უკევ ყარს წარმოუდგენლად, რომ უკვე ყველას შეაწუხა სუნმა, ეს ლეში უნდა გავწიოთ გვერდზე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ შურისძიებისა და ურთიერთგარჩევების ციკლი, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. მაგრამ ახლა თუ ვინმე წინ დაუდგება ქართველი ერის არჩევანს 28-ში, იმათ შეეძლება პრობლემები შეექმნათ ქართველი ხალხის მხრიდან და სამართლიანი პრობლემები. ამიტომ მე არ ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს, მოდით, 28-ში ჩავატაროთ წყნარად, აღიარონ მათ თავისი დამარცხება, იმიტომ რომ შეუძლებელია იქიდან ამოძრომა, იმ ხვრელიდან, სადაც ისინი არიან, ჩვეულებრივი მეთოდებით შეუძლებელია. აღიარონ ქართველი ხალხის გამარჯვება და წყნარად, ეტაპობრივად გადაულოცონ ძალაუფლება ქართველ ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, შესაძლებელია, რომ პირველივე ტურით დასრულდეს არჩევნები, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ამ სიტუაციის ფონზე რაც არის , ვაშაძე ლიდერობს 2:1-ზე“.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ