უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 იანვარი, 2020 17:30
font-size

ივანიშვილს ქვეყნის პრემიერმინისტრობას კონსტიტუცია უკრძალავს

ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას კონსტიტუცია უკრძალავს. მეორედ მოსვლას ივანიშვილი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის. კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის დათმობის გარეშე, ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილების გატარება დასჭირდება, რაც ძალიან დიდ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა დაიკავოს, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის თანამდებობა. შესაძლებელია ამ კაზუსის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით: კონსტიტუციური ცვლილებები, რაც ამ შემთხვევაში, დროს რომ თავი დავანებოთ, პროპორციულის ჩაგდებაზე ძნელად მიმაჩნია. მეორე გზა არის, თვითონ ამ პირმა თქვას უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. კონსტიტუციურ ცვლილებებს ავქვს თავისი პროცედურა, შემუშავება, საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვა სამი მოსმენით, შესაბამისად, მაღალი კვორუმი, ან სამი მეოთხედი, ან ორი მესამედი. ერთ შემთხვევაში, მას ორი პარლამენტი სჭირდება, მეორე შემთხვევაში სჭირდება ერთი პარლამენტი, მაგრამ მაჟორიტარებს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციამ არ მგონია, ამას მხარი დაუჭიროს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ლევან ალაფიშვილის კომენტარს “ფორმულანიუსი“ ავრცელებს.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი