უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
საზოგადოება
22 ივნისი, 2017 13:15
ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშუტო ხაზზე განთავსდება - ირაკლი ლექვინაძე
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშუტო ხაზზე განთავსდება.
მისი თქმით, მიმდინარეობს ავტობუსების შესაბამისი ავტობაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
„თბილისში უკვე არის 143 ერთეული ახალი მანის ტიპის ავტობუსები. მათგან 40-ზე მეტი უკვე მოქმედებს სხვადასხვა სამარშუტი ხაზზე. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ავტობუსებისთვის შესაბამისი ავტობაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და, ვფიქრობ, რომ ივლისის მეორე ნახევრიდან აბსოლუტურად ყველა ავტობუსი იქნება განთავსებული სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე და სრულად დაიტვირთება თბილისის ავტობუსები“, - განაცხადა ლექვინაძემ.