უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2023 12:10
font-size

ივლისში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 249.8 ლარი იყო, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და ჯამში 253.5 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში სამი ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

22 სექტემბერი, 2023 , 17:31

თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 17:26

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 16:52

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტ

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა

22 სექტემბერი, 2023 , 16:22

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს, ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა

22 სექტემბერი, 2023 , 12:52

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალ