უკან

ეკონომიკა

6 ივლისი, 2017 12:30
font-size

ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა - გიორგი კვირიკაშვილი

ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს.

„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%-ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან - ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%-იანი ზრდა და ლიტვა +17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდან.

თითოეული დამატებით შემოსული ტურისტი ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობის პირად ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იღებენ სარგებელს ტურიზმიდან-ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინვესტიციები და ძალისხმევა ტურიზმის მიმართულებით გავაძლიეროთ, რათა ეს პოტენციალი ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს," - აღნიშნა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე