უკან

ეკონომიკა

15 ივლისი, 2019 17:30
font-size

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.%-ით , ანუ 8.5 მლნ დოლარით მეტია გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე.

სებ-ის მონაცემებით, ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 39.5%-ია.ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 25%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი, 24.2%-იანი წილით რუსეთის ფედერაციაა წარმოდგენილი. ივნისში რუსეთიდან 34.78 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა საქართველოში, რაც გასული წლის მაჩვენებელს 11%-ით ჩამორჩება.

ფულადი გზავნილების 10.6% მოდის აშშ-ზე, საიდანაც 15.29 მლნ დოლარი შემოვიდა და ფულადი გზავნილები ერთწლიან ჭრილში 7.5%-ით გაიზარდა.

ამას გარდა, ივნისში 13.38 მლნ დოლარი ისრაელიდან , ხოლო 7.56 მლნ დოლარი კი თურქეთიდა შემოვიდა ფულადი გზავნილების სახით, თურქეთიდან ფულადი გზავნილები ერთ წელში 22%-ითაა შემცირებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მლნ დოლარი, ანუ 48.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 17.9 მლნ დოლარით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი