უკან

ეკონომიკა

31 ივლისი, 2021 09:38
font-size

ივნისში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 220.6 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 38.7 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საკრედიტო პორტფელის შემცირება კურსის გამყარების შედეგად, უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ განაპირობა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 16.2 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 11.4 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.8 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 492.9 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით გაიზარდა და 18.31 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 5.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.1 პროცენტით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.63 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი