საზოგადოება
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი თბილისში ორ კონცერტს გამართავს
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს გამართავს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე.
საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტებს გამართავს თბილისში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლიდან მოყოლებული.
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტთან დაკავშირებით 2016 წლის 29 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17.00 სთ-ზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის პრ. #35) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის მერი დავით ნარმანია და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.
გთხოვთ, მონაწილეობის შესახებ დაგვიდასტუროთ წინასწარ