უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 13:40
font-size

იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს - მარიამ გერსამია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ განათლების და მეცნიერების ჯგუფი ხელისუფლებას სთავაზობს ახალ ინიციატივებს, რომლებიც უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელობის გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებას.

ინიციატივები ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, მარიამ გერსამიამ გააცნო.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, კიდევ უფრო იზრდება მძიმე სოციალიური მდგომარეობა. ამ ფონზე მთავრობამ უკვე უარი თქვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით განხორციელებაზე და იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს ან არასწორი პოლიტიკის შედეგად სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს.

ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ და კერძოდ იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლობების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, დაასუსტა გამომცემლობები, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული. დააზარალა კონკურენტული გარემო. სწორედ სამინისტროს მხრიდან საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა. სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და ახალი სახელმძღვანელობის შექმნა’’, - განაცხადა გერსამიამ.

მისი თქმით, საქართველოში დღეის მონაცემებით, 500 ათასამდე მოსწავლეა და ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები.

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ენმ ახალი ინიციატივებით გამოდის.

მარიამ გერსამიას განცხადებოთ, პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს:

იზრუნოს ახალი სახელმძღვანელობის შეძენაზე, მათ უსასყიდლოდ გადაცემაზე და რაც მთავარია, მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წიგნების ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. (გაცნობებთ, რომ ამჟამად გამომცემლობები საავტორო უფლებების დასაცავად ჩივიან სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში);
გამომცემლობებთან კონსულტაციის შედეგად ავტორთა მიერ გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის საჭიროა ბიუჯეტში დროულად გამოინახოს დამატებითი სახსრები;

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ენმ მოუწოდებს სამინისტროს, სახელმძღვანელობის მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ 1-6 კლასის წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეებს აღარ მოუხდებათ ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელოები მათ ექნებათ სახლშიც და სკოლაშიც.

,,ამის პარალელურად სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში თავად იყიდონ სახელმძღვანელოები. საჯარო სკოლებში დღეს ეს პრაქტიკულად ვერ ხერხდება’’, - განაცხადა მარიამ გერსამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენ მიზანია პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 18:56

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერ

მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:55

მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დი

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებული ვიქნებით - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:50

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის

უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება - გიორგი გახარია

27 მაისი, 2020 , 17:40

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. „მნიშვნელოვანი ციფრი, რომელიც ალბათ, დაგაკლდათ, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი იყო

ეროვნული ბანკი ლიცენზირების მიღების ვადას ახანგრძლივებს

27 მაისი, 2020 , 17:36

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს. აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო სა

„ჯორჯიან ეარვესი“ ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

27 მაისი, 2020 , 16:50

მიმდინარე წლის ივნისში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრც