უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„Jaguar“–მა სედანი „XJ“ ჰიბრიდად გადააკეთა 01.07.2012 17:35

კომპანია „Jaguar“–მა სედანი „XJ“ ჰიბრიდად გარდაქმნა. დიდი ბრიტანეთის ქალაქ გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე კომპანიამ სედან „XJ — XJ-e“–ს ბაზაზე კონცეპტუალური ჰიბრიდი წარადგინა.

ავტომობილი იმის სადემონსტრაციოდ შექმნეს, თუ რა შესაძლებლობები აქვს “Jaguar-Land Rover“–ის ჯგუფს თავის მოდელებში ეკოლოგიურად სუფთა ძრავის დანერგვაში. ჰიბრიდული „Jaguar XJ“ ორლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავით, 69–კილოვატიანი ელექტროძრავით, 12,8 კილოვატ–საათის ტევადობის ლითო–იონური აკუმულატორებითა და რვასაფეხურიანი, სიჩქარეების გადაცემათა ავტომატური კოლოფით არის აღჭურვილი. ძრავის ჯამური სიმძლავრე 334 ცხენის ძალაა. საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრის გარბენზე 3,2 ლიტრია, ატმოსფეროში CO2–ის გაფრქვევის დონე კილომეტრზე 75 გრამს შეადგენს.

ავტომანქანა 100 კილომეტრამდე სიჩქარეს 6,5 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრია.