უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2019 14:26
font-size

ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს - პრეზიდენტის პრესსპიკერი

ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და კონფლიქტებთან მიმართებაში მოხდეს ყველა არსებული ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება. ასევე ყველა ტრიბუნის, სადაც კი საქართველოს ხმა გაჟღერდება, გამოყენება იმისთვის, რომ საუბარი მუდმივად იყოს ამ თემაზე, რომ მუდმივად შევახსენოთ რუსებს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მეშვეობით და მოვუწოდებთ იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც რუსეთს აქვს აღებული სხვადახვა ხელშეკრულების მიხედვით.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, ამასთან დაკავშირებითაც არის მკაფიო პოზიცია. ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. თუ ეს მოხდება ჟენევის ფორმატში, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო, 2019 , 16:38

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერად ოთარ დანელიას განიხილავს

22 აგვისტო, 2019 , 15:05

„ოცნების“ საპარლამენტო კულუარებში პრემიერობის ახალი კანდიდატი განიხილება. კერძოდ, არსბეობს იმის ალბათობა, რომ მამუკა ბახტაძის გადადგმის შემთხვევაში, უმრავლესობამ მმართველი გუნდის რამდენიმეკაციან „სტაფს&

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

22 აგვისტო, 2019 , 14:15

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. დავით ზალკალი

პრეზიდენტი ლიეტუვაში მიემგზავრება

22 აგვისტო, 2019 , 10:42

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიეტუვას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ლიეტვუას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან. ზურაბიშვილი ასევე სიტყვით გამოვა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კო

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს