უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

30 მარტი, 2017 13:35
font-size

ჟენევის მოლაპარაკებები დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების 39-ე მორიგ რაუნდს განცხადებით ეხმაურება.

რუსული მხარის განცხადებით, შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა, რასაც „წინ საქართველოს მხრიდან პროპაგანდისტული დემარშები უძღვიოდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უშიშროების საბჭოში“.

„24 მარტს ოფიციალურმა თბილისმა ფაქტობრივად აიძულა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები, კენჭი ეყარათ რეზოლუციის პროექტისთვის „საქართველოსთან თანამშრომლობა“, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებზე რეალურ ზრუნვასთან. თბილისის მთავარი მიზანია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი წამოწიოს და ამასთან, აღნიშნული იმ საბჭოს ფორმატში გააკეთოს, რომლის კომპეტენციაშიც ეს საკითხი არ შედის. გასაკვირი არაა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც თანამედროვე ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ რეალობას არ ითვალისწინებდა.

ქართული მხარე ამით არ შემოიფარგლა და ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის დაწყების დღეს, ისარგებლა რა უკრაინის დროებითი ყოფნით გაერო-ს უშიშროების საბჭოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსული ოკუპაციის“ საკითხის განხილვის ინიცირება მოახდინა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო.

აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მიუთითეს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჟენევის ფორმატის სულისკვეთებასა და მიზნებს, ძირს უთხრიან მის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების კონცეფციას. სამწუხაროდ, შეხვედრამაც დაადასტურა ოფიციალური თბილისის კონფრონტაციული განწყობა.

კვლავ ვერ მოხერხდა ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება. ერთობლივ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების საკითხიც განიხილეს. რუსეთი ოფიციალურ თბილისს და ამერიკულ მხარეს ვითარების დრამატიზებაში ადანაშაულებს.

რუსეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს უკმაყოფილებასს საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გამო.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ მიუთითეს დესტაბილიზაციის შემტან როლზე, რომელიც ნატო-ს მიერ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სამხედრო „ათვისებას“ ახლავს თან, საითკენაც საქართველო ნაჩქარევად მიილტვის. ამ პირობებში რუსეთი იტოვებს უფლებას, სამომავლოდაც თანმიმდევრულად მოახდინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირება, მის მოკავშირეებთან ერთად“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

უწყების თქმით, საოკუპაციო რეჟიმებმა საქართველოს ჰუმანიტარული თემატიკის პოლიტიზებაში დასდეს ბრალი და ჟენევაში ამ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და ამ კუთხით საერთაშორისო ექსპერტების მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აფხაზური მხარემ ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!