უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

19 ივნისი, 2017 18:10
font-size

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.

მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს. ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.

საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი, 2017 , 11:25

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის

სოხუმში აფეთქება დისტანციურად განხორციელდა - დე ფაქტო პროკურატურა

20 ივნისი, 2017 , 15:40

სოხუმში, გვიან ღამით ერთ-ერთი სახლის ეზოში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. ამის შესახებ დე ფაქტო გენერალური პროკურატურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად განაცხადა. დე ფაქტო უწყების

სოხუმში,ე.წ მთავრობის სახლში სროლა მოხდა

20 ივნისი, 2017 , 15:20

სოხუმში, დე ფაქტო მთავრობის შენობაში, ე.წ ინვალიდების ფონდის თავმჯდომარის კაბინეტთან სროლა მოხდა. „Абхазия-Информ“-ის ინფორმაციით, იმ პირის გვარი დგინდება, ვინც სროლა გამართა. „მესამე კორპუსში შეიარაღებ

სოხუმში გვიან ღამით აფეთქება მოხდა

20 ივნისი, 2017 , 12:20

სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებრაე მრავალსართულიან სახლებში მინები ჩაამსხვრია. ინციდენტის შედეგად ერთი ადამია

ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს

19 ივნისი, 2017 , 14:15

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროებ

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა

17 ივნისი, 2017 , 17:00

ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე ავტომობილების ნაკადის ნაკლებობა შეინიშნება. აფხაზეთისთვის ზაფხულის სეზონში ასეთი სურათი იშვიათობაა. ამის შესახებ Livejournal წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება სრულიად კანო