უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

11 ოქტომბერი, 2017 10:20
font-size

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ამ კონტექსტში საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს სოფელ ერედვში განვითარებული მოვლენები, როცა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მასიურად დაანგრიეს დევნილი ქართველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო ასევე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა, როცა მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებას და უხეშად ლახავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, საკუთრებაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასა და ჯანდაცვაზე. აღინიშნა, რომ ზემოხსენებულმა უკანონო ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს დარჩენილი ქართველების გამოდევნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, დეტალურად იქნა განხილული 11 ოქტომბერს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

4 ოქტომბერი, 2017 , 16:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა. საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველ

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

4 ოქტომბერი, 2017 , 11:00

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები. ინციდენტების პრე

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2017 , 13:50

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა

26 სექტემბერი, 2017 , 11:55

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ Sputnik-Оссетия ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. გათავისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეებმა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე