უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

12 სექტემბერი, 2017 16:50
font-size

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

11 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.

მხარეებმა ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. კვლავ აქტუალურია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხი.

გამოითქვა პროტესტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ გააქტიურებული დისკრიმინაციის გამო. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, გალის რაიონის კვალდაკვალ. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით. აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

რეზოლუციებითა და განცხადებებით იკრიბება საქართველოს პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე - კახა იმნაძე

22 სექტემბერი, 2017 , 11:05

გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა იმნაძის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციაზე მუშაობა მთელი წლის გამავლობაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საქართველ

თითებზეა ჩამოსათვლელი ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, და არცერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არაა - იან კელი

21 სექტემბერი, 2017 , 10:25

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყოფილი ევროპარლამენტარი ჯულიეტო კიეზასა და მისი დელეგაციის ჩასვლას გამოეხმაურა. კელიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არაა დაინტერესებული ამ შეხვედრით და ის ვიზიტი აბ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახური ახალ “საბაჟო პუნქტს“ ხსნის

20 სექტემბერი, 2017 , 12:35

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი, სპეციალიზებული “საბაჟო პუნქტი“ გაიხსნება, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება. ინფორმაციას ,,აბხაზია- ინფორმი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა ძალაშია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

18 სექტემბერი, 2017 , 18:05

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოეხმაურა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნას. ,,უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები

,,სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა

16 სექტემბერი, 2017 , 11:10

ბერლინის ერთ-ერთ ფეშენებელურ საქმიან რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. ინფორმაციას ,,სპუტნიკ აბხაზია“ ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვიცე-პრეზიდენტ, თამ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გამშვებ პუნქტებს 3 დღით კეტავს

16 სექტემბერი, 2017 , 11:10

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები სამი დღით - 19 სექტემბრის დილის 9 საათიდან 22 სექტემბრამდე ჩაიკეტება სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე