უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2019 12:35
font-size

JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას მიესალმება და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს.

როგორც დოქტორმა კიტაოკამ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ლიდერები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე და ამ პროცესში იაპონიასთან თანამშრომლობაზე.

მთავრობის მეთაურმა JICA-ის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიაწოდა ინფორმაცია განათლების სექტორის დაფინანსების ზრდის შესახებ, რაც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას და საქართველოში JICA-ის მხარდაჭერით მიმდინარე წარმატებულ პროექტებს.

აღინიშნა, რომ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ JICA-მ პირველი ოფისი კავკასიაში სწორედ თბილისში გახსნა.

"მე ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში 2 წლის წინ და ამ ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც წესი, წარმატებულად. ჩვენს შორის არსებობს ურთიერთგაგების მაღალი დონე.
ჩვენ გვიყვარს ქართული ღვინო. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ისტორიული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, თქვენი ლიდერები ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საინტერესოა თქვენი ლიდერების ყოვლისმომცველი ხედვა, მაგალითად განათლების მიმართულებით.

იაპონიას მწირი რესურსები აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანურ რესურსებზე და სწორედ ეს გახლავთ იაპონიის განვითარების უმთავრესი საიდუმლო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების სფეროს სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გზები, იქნება ეს დაწყებითი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება.

ზოგადად, დავრწმუნდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმავალშიც წარმატებული იქნება", - განაცხადა JICA-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

გოაში წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

21 მარტი, 2019 , 13:15

გოაში გაიმართა წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი „KETEVAN – World Sacred Music Festival“, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ღონისძიების გახსნისას, დამ

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ღონისძიება- „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ გაიმართა

21 მარტი, 2019 , 12:45

ჟენევაში საქართველოს მუდმივიწარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ადამიანისუფლებათა საბჭოს პარალელურად გაიმართა ღონისძიება - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებლ

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაერქმევა

20 მარტი, 2019 , 15:55

ყაზახეთის პარლამენტმა ორი მოსმენით დედაქალაქ ასტანის „ნურსულთანად“ გადარქმევას მხარი დაუჭირა. შესაბამიის გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო. დედაქალაქისთვის ყოფილი პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

19 მარტი, 2019 , 17:25

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდნეტის უფლებამოსილება მოვიხსნ

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა

19 მარტი, 2019 , 16:10

„ჩვენ ფიზიკურად ვიხილეთ, რომ [ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს] საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას - და არამხოლოდ ევროპაში.

ქართული ღვინო დიუსელდორფის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

19 მარტი, 2019 , 11:10

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „პროვეინ-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. გამოფენა წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმ