უკან
რეგიონები
28 ივნისი, 2022 12:42
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ60-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63 და კმ65 მონაკვეთებზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ60-კმ70 მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.