უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ნოემბერი, 2016 18:45
font-size

ჟიურიმ პროექტში „გახდი სასამართლოს მეგობარი“ მონაწილეები შეარჩია

30 ოქტომბერს დასრულდა პროექტში „გახდი სასამართლოს მეგობარი“ მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, მიღებული აპლიკაციებიდან შემდეგი 20 საუკეთესო მონაწილე შეარჩია:

ლია ლომთაძე - საქართველოს უნივერსიტეტი
მარიამ ბალავაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკატერინე ბერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
თორნიკე ვათიაშვილი - ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
თინათინ მეგრელაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი კვირიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი
თამარ აბულაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
თამარ პაატაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით ტოროშელიძე - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ვალერი ხუციშვილი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ზაზა ზანგურაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
თამარ ყოჩაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი
თამარ იმნაძე - საქართველოს უნივერსიტეტი
მარიამ ჯიქია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ ბეჟანიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკატერინე დვალიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იოსები მოსიაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ანამარია ბაგაშვილი - საქართველოს თექნიკური უნივერსიტეტი
ლევან ლეკიშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ელმინ ისმაილოვი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტით გათვალისწინებული აქტივობებიდან გამომდინარე: 12-13 ნოემებრს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება ორდღიანი ტრენინგები (ტრენერი - მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი), 14/15 ნოემბერს ჩატარდება სადისკუსიო კლუბის შეხვედრა (მომხსენებელი - კოტე კუბლაშვილი), 17 ნოემბერს ჩატარდება ლექცია (მომხსენებელი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი).

თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, პროექტის გამარჯვებულების გამოსავლენად ჩატარდება ორ ტურიანი კონკურსი. კონკურსის პირობების შესაბამისად: პირველ ეტაპზე 20 მონაწილეს მიეცემათ ქეისი, რომელზეც მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს, რის შემდგომაც ჟიური გამოავლენს 4/6 მონაწილეს, რომლებიც კონკურსის მეორე ტურის შესაბამისად ახალ ქეისზე მოამზადებენ სასაამრთლოს მეგობრის მოსაზრებას. კონკურსის მეორე ტურის დასრულების შემდგომ ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რომელიც წარედგინა სასამართლოს და გამარჯვებულები, თითოეული მომზადებული სასაამრთლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიღებენ ანაზღაურებას 100 აშშ დოლარის ოდენობით. (500-500 აშშ დოლარი).
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.

NS

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი