უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2017 15:11
font-size

ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაკავება ქართულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო - აზერბაიჯანელი დეპუტატი

აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი სახელისუფლებო პარტიიდან, ელმან ნასიროვი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაკავება ქართულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.

პარლამენტარის განცხადებით, მუხტარლი დააკავეს, რადგან ის იყო თბილისში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ქვეყნის მოღალატე.

"ის პოლიტიკური ქსელი საქართველოში, რომლის ნაწილიც მუხტარლია, ახორციელებს მავნებლურ ქმედებებს აზერბაიჯანში და ბუნებრივია, ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ მის დაპატიმრებას აზერბაიჯანში და დაიცავდნენ მას. ამ თვალსაზრისით, ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.

აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს პროფესიონალურად და შეძლეს მუხტარლის აზერბაიჯანში ჩამოყვანა რაიმე პრობლემისა და დაპირისპირების გარეშე. მათ კრიმინალი ჩამოიყვანეს აზერბაიჯანში, რაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა", - აცხადებს ელმან ნასიროვი.

აზერბაიჯანელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების განცხადებით, ნასიროვის განცხადება იმის შესახებ, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯანული და ქართული მხარის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგია, სიმართლეს არ შეესაბამება.

სუს-ში კატეგორიულად უარყოფენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან რაიმე კავშირს.

2019 წელს დაანონსებული პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია 2020 წლის დასაწყისიდან წარმატებით სრულდება

20 თებერვალი, 2020 , 18:16

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთა

ვანო მერაბიშვილის პირველი ინტერვიუ მთავარ არხზე გავა

20 თებერვალი, 2020 , 14:20

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილთან პირველი ინტერვიუ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში გავა. გადაცემა 22 საათზე დაიწყება. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გაეროს გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის

20 თებერვალი, 2020 , 13:55

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა - გიორგი გელიტაშვილმა შერჩევის პროცედურა წარმატებით გაიარა და გაერთიანებ

ისრაელის ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში კიდევ ერთი სიახლე შემოაქვს

20 თებერვალი, 2020 , 13:00

ისრაელ-საქართველოს ტექნოლოგიური კომპანიის - Olmait-ის თაოსნობით, 21 თებერვალ თბილისში ჩატარდება ისრაელელი სპეციალისტის ლექცია, თემაზე: დაავადებათა მოდელირება Scipy-ის და PyMC-ის დახმარებით. მას ხელოვნური ინტელექტის ისრაე

სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები

20 თებერვალი, 2020 , 12:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს, დავით გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, ოთხი წლის განმავლობაში იყო ტექნიკური უ

ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის` ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

20 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის" (Network for Greening the Financial System, 

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`