უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან.

ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელ ჟერომ ლეღოსთან და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პერიოდში ტრადიციულად ატარებს საინფორმაციო ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გავუზიაროთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, ვალდებულებები და უფლებები, რაც უკავშირდება არჩევნების გაშუქებას, კამპანიის მიმდინარეობის წესებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ“,-აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკო-ს ინფორმაციით, სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები; საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და ა.შ.

„ეს პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებებსა და ვალდებულებებს უკავშირდება. ეს ხელს შეუწყობს მათ თავისი საქმიანობის არჩევნების დღისთვის ეფექტიანად განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.

ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებენ.

25 სექტემბერს ტრენინგი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-მა ჟურნალისტმა მიიღო. 27 და 28 სექტემბერს კი ტრენინგები ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, სადაც საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას 43 ჟურნალისტი გაეცნობა.

საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

18 თებერვალი, 2019 , 17:40

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნ

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

18 თებერვალი, 2019 , 16:39

„ევროპული საქართველო“ საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქარ

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ

18 თებერვალი, 2019 , 15:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ოხანასჰვილი_გოგიცჰაისჰვილი_ ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია, რომელსაც 190