უახლესი ამბები
- 17.02.2019 17:2816 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
საზოგადოება


ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის `ოქროს ფრთის ` ჯილდო ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს გადაეცა
თბილისში, ,,სასტუმრო ბილტმორში“ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ,,ოქროს ფრთის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ერთ-ერთი გამარჯვებული ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ხუზმიაშვილი გახდა.
მას ჯილდო პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ გადასცა.
ხუზმიაშვილმა ჟურნალისტური ჯილდო ,,ოქროს ფრთის“ საკონკურსო კომისიისგან მიიღო „იბერია ტვ“-ში დაახლოებით 13-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ამბების დაბრუნებისთვის.
,,დიდი პატივია იყო „ოქროს ფრთის“ ჯილდოს მფლობელი, რომელიც წლების მანძილზე ჩემთვის არაერთ პატივსაცემ ადამიანს გადაეცა. ეს ჯილდო პირველ რიგში ტელეკომპანია ,,იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის აღიარებაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგი დადონ. მადლობა მაყურებელს ნდობისთვის, რომლის მხარდაჭერის გარეშე დღევანდელი დღე ჩვენთვის ასეთი არ იქნებოდა. მადლობა ბატონ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც შეძლო და წლების შემდეგ დაუბრუნა საზოგადოებას განახლებული ,,იბერია.“ რა თქმა უნდა დიდი მადლობა „ოქროს ფრთის“ ორგანიზატორებს და პირადად თამარ ფხაკაძეს ამ სიხარულისთვის. ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტს მავალდებულებს, დიდი მადლობა“, - განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
17 თებერვალი, 2019 , 17:28

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა
16 თებერვალი, 2019 , 22:54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
16 თებერვალი, 2019 , 20:32
მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
16 თებერვალი, 2019 , 19:25

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
16 თებერვალი, 2019 , 17:01

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
16 თებერვალი, 2019 , 14:20