უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ოქტომბერი, 2016 12:50
font-size

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. ეთიკის ქარტია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტები.

,,ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2-ის”, „იბერიის“ და „GDS-ის“ წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია ,,იმედის” კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირსპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა დაუშვებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მიუთითებს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ, რის გამოც, ჟურნალისტებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მუშაობის პროცესშიც შეექმნათ პრობლემები.

,,მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ყველა პირმა კარგად გაიაზროს ის უდიდესი როლი, რაც აკისრია მედიას არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარი ნამგალაძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი