უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2023 15:59
font-size

საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ავიაკომპანია ითხოვს

საქართველოში ფრენის მოთხოვნით აპლიკაცია კიდევ ერთმა საავიაციო კომპანიამ Iraero-მ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა ავრცელებს.

რუსულ კომპანიას ფრენა მოსკოვიდან საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში სურს.

კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრა 19 მაისს გაიმართება, სადაც გადაწყდება მიეცემა თუ არა კომპანიას ფრენის უფლება.

როგორც სანქცირებული კომპანიებისთვის და სუბიექტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე ვკითხულობთ, Iraero უკრაინის სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული.

ამავე გვერდის მიხედვით, უკრაინულმა მხარემ კომპანიას სანქციები იმიტომ დაადო, რომ იგი რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში ოპერირებს. Iraero რუსეთის მთავრობისთვის უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას იმ სექტორებში, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას.

კომპანია სხვა ქვეყნების მიერ არ არის სანქცირებული.

აღსანიშნავია, რომ პირველი საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც ქართულმა მხარემ ფრენის უფლება მისცა ამავე მიზეზებით არის სანქცირებული უკრაინის მიერ.

წყარო:მთავარი არხი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი