უკან

რეგიონები

4 აპრილი, 2018 14:55
font-size

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ


გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ს. და კ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ს. და გ.ს. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში თავს დაესხნენ ო.ჩ.-ს, რა დროსაც გ.ს.-მ ყელზე დანა დაადო, ხოლო კ.ს.-მ ყელზე ხელები მოუჭირა და სახეში დაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო.ჩ.-ს კუთვნილ თანხას 170 ლარის ოდენობით, 1200 ლარად ღირებულ „Huawei p9“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ს. და კ.ს. 2017 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში დააკავეს. გ.ს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო კ.ს.-ს ასევე 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. და კ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ს-ს 6 წლით, ხოლო კ.ს.-ს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 10 წლით განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

27 თებერვალი, 2021 , 12:00

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია, აღნიშნულ პროგრამას ახორციელე

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 თებერვალი, 2021 , 14:20

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. „წინა კვირაში ვირუსი დაუდასტურდა ერთ მასწავლებელს და გადაყვანილი იყო იზოლაციაში, ასევე დროის გარკვეულ პერიოდში ვირუ

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

22 თებერვალი, 2021 , 15:31

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდშ

სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

18 თებერვალი, 2021 , 12:29

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ისინი კომპანიისგან მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათივ

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა

17 თებერვალი, 2021 , 10:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალ

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16 თებერვალი, 2021 , 15:38

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ცნობით, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ინტენსიური თოვაა. „ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმ