უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივლისი, 2019 13:10
font-size

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ლ. ც. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქურდობისთვის ნასამართლევი ლ. ც., ქ.თბილისში, ვარკეთილი3-ის პირველ მიკრორაიონში მდებარე შპს ,,მიმინო 3“-ის მაღაზიაში დანით თავს დაესხა მოლარეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მას შპს ,,მიმინო 3“-ის კუთვნილი 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ც. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაზარალებულად ცნობილი ბრალდებული გახდა- აღაიანში დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმე

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა. გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი ბრალდებული გახდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-

ე. წ „მუქარის წერილთან“დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში გუშინ ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დიდი საჯარო ინტერესის გათვა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

22 ოქტომბერი, 2019 , 15:25

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, მისმა ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტ

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და წალენჯიხის რაიო

პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დ