უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
24 ოქტომბერი, 2016 14:20
კადრების კვალიფიკაცია ცესკო-ს პრობლემად რჩება - ლადო ბოჟაძე
,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, კადრების კვალიფიკაცია კვლავ რჩება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრობლემად.
როგორც ბოჟაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ხარვეზებს და აუცილებელია კადრების სერტიფიცირება.
,,პირდაპირ შეიძლება მიეცეს ოლქებს და პარტიებს რეკომენდაციები, რომ სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული კადრები წარადგინონ არჩევნებზე, რადგან ძალიან ძნელია 50 000 -მდე ადამიანი აკონტროლო. ჩვენს ქვეყანაში უამრავი არჩევნები ჩატარდა და კვალიფიციური კადრების მოძებნა ძნელი არ იქნება,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მარი ნამგალაძე