უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2019 16:45
font-size

`კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო... ორმა დანა დაარტყა, ერთმა კი ჩაქუჩი` - გლდანში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა.

მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება, დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდნენ სხვა მეგობარს როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

"ჩემს შვილს უთქვამს არ გვინდა ეს დაძაბული ლაპარაკიო და შენ ვინ ხარ, რომ მელაპარაკებიო? ჩემმა ბიჭმა გაიღიმა და უთქვამთ, კაი ბიჭების ლაპარაკზე არ იღიმებიანო და ამ დროს ორმა დანით დაჭრა ერთმა ჩაქუჩი ჩაარტყა. ჩემს შვილს მიეხმარა მეგობარი და ამ დახმარების დროს ისიც დაჭრეს ორ ადგილზე,"- უყვება "კურიერს" დაჭრილი ახალგაზრდის დედა დალი ბაშარული.

დაჭრილი ახალგაზრდები თორნიკე პაპავა და გიორგი დოლაკაშვილი არიან. პაპავას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, დოლაკიშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"პაციენტი დაწესებულებაში შემოსულია მუცლის ღრუს და გულმკერდის მრავლობითი დაზიანებებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი პროცედურა. ამ დროისთვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჯერჯერობით რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ამბობენ მედიკოსები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი,გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

წყარო: რუსთავი2

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!