უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2017 12:20
font-size

კახა ბექაურის ბრალდებები შეუფერებელია დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრისთვი - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება არასამთავრობოს ანგარიშს, რომლის მიხედვით ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის / თავმჯდომარის თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 დეკემბერს სპეციალური განცხადებით უპასუხა.

კოალიციის შეფასებით, ბექაურმა მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადება გააკეთა, რადგან ის ვალდებულია იყოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი არბიტრი.

„მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაციის საპასუხოდ, შეუფერებელია დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრისთვის, რომელსაც უმნიშნელოვანესი სფეროს, მედიისა და კომუნიკაციების რეგულირება აქვს მინდობილი.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სადავო კანონპროექტის მხარდამჭერი განცხადების შემთხვევაში, საინტერესოა კომისიის მიერ საჯარო განცხადებების მიღების პროცედურა. მიუხედავად განმარტების მოთხოვნისა, კოალიციისთვის დღემდე უცნობია, აღნიშნული განცხადების ავტორი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იყო, თუ კომისიის ყველა წევრი“, - წერია კოალიციის განცხადებაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი