უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 ნოემბერი, 2019 11:00
font-size

კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე: შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

თავის გამოსვლაში იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში.

აღინიშნა, რომ 2018 წელს, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. იმნაძის თქმით, ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში და გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ხალხთაშორისი კონტაქტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კახა იმნაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით.

იმნაძემ აღნიშნა, რომ უფასო ჯანდაცვის მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რის მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე. ამ კონტექსტში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. იმნაძის თქმით, რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ.

გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზეც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მარტიაშვილი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა და გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

სიტყვით გამოსვლისას კახა იმნაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით და სხვა უსაფუძვლო, გამოგონილი ბრალდებებით. კახა იმნაძემ მოითხოვა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხზე.

ინფორმაციას გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

ვიქტორ დოლიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

2 დეკემბერი, 2019 , 16:30

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა. სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირე

“გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ!” - ეკა ბესელია ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

30 ნოემბერი, 2019 , 15:40

ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელი და ხელისუფლებისთვის საყურადღებოა - დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ გზავნილზე წერს. წერილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ ახალგორისა და მიმდებარე რაიო

ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

28 ნოემბერი, 2019 , 14:50

დღეს დილით, ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. არსებული ინფორ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

22 ნოემბერი, 2019 , 11:50

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმ

ეუთო-ში აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

22 ნოემბერი, 2019 , 10:50

ეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „აშშ ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`