უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აპრილი, 2017 18:35
font-size

კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში, - ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ, რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

საქართველოს სასჯელაღსრულებსი სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

„ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გატარებული რეფორმებითა და დანერგილი სიახლეებით. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შესაძლებელია, ქართველმა ექსპერტებმა სასწავლო ვიზიტი განახორციელონ ინდონეზიაში და დაეხმარონ ჩვენს კოლეგებს პენიტენციური სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ძალიან ღირებული და შთამბეჭდავია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თქვენს სისტემაში გატარდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხს და ამ მხრივ, სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის კონცეფცია. საქართველოში ვიზიტით ჩამოვაყალიბებთ ხედვას, რომელიც ინდონეზიის პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“, - იასონა ლაოლამ.

დელეგაცია ასევე გაეცნო პრობაციის სააგენტოს მუშაობასა და დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ