უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2018 15:15
font-size

კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი დანაკარგია, რომელიც დედაქალაქმა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად მიიღო.

„სამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად, დაღუპულები გვყავს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც დაინგრა, ყველაფერი აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ვერ დავაბრუნებთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქალაქისთვის, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა სტიქიის შემდეგ დღეებში, მძიმე წუთები და დღეები ახალგაზრდების ერთობამ და სოლიდარობამ გადაგვატანინა.

ადლობას ვუხდი თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხალისედ იყო ჩართული ქალაქის გაწმენდისა და დასუფთავების სამუშაოებში. ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები იმყოფებოდნენ.

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა - სოციალური მომსახურების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 15:54

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

23 იანვარი, 2019 , 15:19

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ე

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს

23 იანვარი, 2019 , 15:16

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, – ამის შეს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`