უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 თებერვალი, 2018 11:25
font-size

კახა კალაძე 50 მილიონი ლარის ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გაფორმებას ითხოვს - ლევან ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მერია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შესაბამისი განკარგულება დედაქალაქის მერმა გამოსცა და დოკუმენტი ქვეყნის პრემიერს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.

,,კალაძე ითხოვს 50 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმოს ტენდერის გარეშე, რაც არის ნარმანიას დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. იმით, რომ ტენდერს არ ატარებს კალაძე, დედაქალაქის მოსახლეობამ უკვე იზარალა 5 მილიონი ლარი.

ამ თანხით შეიძლებოდა 4500 პედაგოგებისთვის 100 ლარიანი დანამატის გაკეთება ერთი წლის განმავლობაში, ას ლარიანი ვაუჩერი მიეცათ 50 ათასი პენსიონერისთვის, ამ თანხით შეიძლებოდა 10 ათასი სტუდენტისთვის 500 ლარიანი სტუდენტური დასაქმება. ნაცვლად იმისა, რომ თბილისელებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა, ვხედავთ ისევ კორუფციას, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებას, შემდეგ ვინ ღებულობს ამ ტენდერს ვხედავთ, ამას იღებენ ,,ქართული ოცნების“ წევრები,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, განკარგულებას ხელი არ მოაწეროს.

ნინო ექვთიმიშვილი

ჯაბა ჯიშკარიანმა ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა

24 მაისი, 2019 , 17:45

ჯაბა ჯიშკარიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის&rd

სალომე ზურაბიშვილი ვან ის შეხვდა

24 მაისი, 2019 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარე

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე - ანა დოლიძე

24 მაისი, 2019 , 13:35

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე განაცხადა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამარ

`ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა...თვითონ ბიძინა აღარ არსებობს`

24 მაისი, 2019 , 13:35

ბიძინა ივანიშვილის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს: "ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია...შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის

მთაწმინდაზე მეორე ტური არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი - მამუკა ბახტაძე

24 მაისი, 2019 , 11:00

მთაწმინდაზე გვაქვს მეორე ტური და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა &b

დონალდ ტრამპი პრემიერ- მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 მაისი, 2019 , 11:00

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერის