უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2018 15:45
font-size

კახა კალაძე აფაქიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე აფაქიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აფაქიძის ქუჩაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს.

“ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს. იქ იყო მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც ინვესტორმა დაანგრია და იგივე კონტურებში აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი თაბუკაშვილის ქუჩაზე, კადეტთა ლიცეუმის მცხოვრებთა ნაწილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლებიც შენობის რეაბილიტაციას აპროტესტებენ. მისი თქმით, ამ ლოკაციაზე მოსახლეობის ნაწილი პროექტის განხორციელებას ეთანხმება, ნაწილი კი წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ აფაქიძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს და შიმშილობას იწყებს.

მოსახლეობამ პროტესტის ფორმას ჯერ კიდევ 3 მარტს მიმართა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფაქიძის #11 ნომრის გვერდით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ქუჩაზე არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო ართულებს, რადგან ახალ კორპუსს მათი საცხოვრებლიდან მხოლოდ 4-5 მეტრი აშორებს. მაშინ ადგილობრივებმა მერიისგან ტერიტორიის გამოსყიდვა და სკვერის მოწყობა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა დაანონსეს.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი