უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 14:20
font-size

კახა კალაძე ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეკოლოგიური პრობლემის დაძლევა რეფორმების განხორციელებას საჭიროებს, რომელიც შესაძლოა მტკივნეული იყოს, ამიტომ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა.

„ამ მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები განხორციელებული და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერია გეგმავს სატრანპორტო პოლიტიკის წარდგენას, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.

„სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში, ძირითადად, ყვითელი ავტობუსების ფოტოსურათებს აზიარებენ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 600-650 ერთეულია, აქედან 143 ახალია, დანარჩენი ძველი. ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი ავტომანქანების საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განიხილება და გადაწყდება, როგორ მოხდება მისი დარეგულირება.

დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურებს და დაქვემდებარებულ უწყებებს უკვე დაავალა სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება და მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ავტომანქანების ექსპლუატაციიდან ამოღება.

კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კვლევით ორგანიზაცია „ჯეოველთან“ თანამშრომლობით, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და 2019 წლის მარტ-აპრილში, თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტესტირების ცენტრებში განხორციელდება ტესტირების პროცესის მონიტორინგი, რის შემდეგაც საზოგადოებას წარედგინება რეფორმის შეფასება და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად მომზადდება რეკომენდაციები.

კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე. ღონისძიებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი