უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 თებერვალი, 2017 13:40
font-size

კახა კალაძე ბაქოს მინისტერიალში მონაწილეობს

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, სადაც „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის შეუფერხებელ ამოქმედებასა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარების მიმდინარეობაზე მსჯელობენ, - აცნობეს მედიანიუსს სამინისტროდან.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკული რესურსების უწყვეტი მიწოდება- წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის გზით, კვლავ აქტუალურია ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რომელიც ხშირად ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას, პოლიტიკური ფასის დაწესებას და კონკურენტული ბაზრის განვითარების ხელშეშლას უკავშირდება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობა - მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების საზრუნავი მათი ინტერესების გათვალისწინებით ეფექტური მექანიზმების შემუშავება, წარმოადგენს სწორედ არსებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ ქმედებას.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია “სამხრეთ გაზის დერეფნის” დროული და თანმიმდევრული განვითარება იმ ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, რომლის საფრთხეებიც დღეს ყველასათვის ნათელია. მიხარია, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, დაინტერესებული ვართ რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველყოფით და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.” - განაცხადა კახა კალაძემ

„შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში, „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელება გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.

„სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით - თურქეთამდე. სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.

საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან - 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

“სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებულია საქართველოს 3200 მოქალაქე.

ასევე, შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები წნევის შემცირებისა და გამზომ ახალ სადგურში, რომელიც წარმოადგენს SCPX-ისა (სამხრეთ კავკასიური მილსადენი-გაფართოება) და TANAP-ის (ტრანსანატოლიური მილსადენი) მილსადენების დაკავშირების წერტილს თურქეთის საზღვართან.

საკვანძო სიტყვები:

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს